2015-12-17

მემორანდუმი თსუ-სა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის

17 დეკემბერს, 14.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის თანამშრომლობის მემორადუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი ქეთევან ფეიქრიშვილი მოაწერენ ხელს.

მემორანდუმის მიზანია საქართველოს სასკოლო ასაკის შემოქმედებითი მოსწავლე ახალგაზრდობისათვის ფართო შემოქმედებითი - შემეცნებითი გარემოს შექმნა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების გასაგრძელებლად და პროფესიის ასარჩევად სწორი და გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად; სასახლისა და უნივერსიტეტის პედაგოგებს შორის პროფესიული და შემოქმედებითი კონტაქტების დამყარება, ერთიანი ხედვის და პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება, ამის საფუძველზე სასახლის კაბინეტებისა და წრეების სასწავლო პროგრამების შემდგომში დახვეწა და განვითარება,  მათ საქმიანობაში სტუდენტებისა და სტუდენტური ორგანიზაციების ჩართვა; სასახლისა  და უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებებისათვის  თანამშრომლობის სტრატეგიისა და გეგმების შემუშავება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი

« იხ. ყველა ანონსი