2014-09-30

„თსუ გორდელას“ ალბომის პრეზენტაცია

30 სექტემბერს, 19.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ტრადიციული მუსიკის ანსამბლის „თსუ გორდელას“ ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი ვლადიმერ პაპავა,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი, მოწვეული სტუმრები, თსუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრებიან.

ალბომში შესული 12 კომპოზიცია - ქართული ხალხური სიმღერები, ასევე  მათი გათანამედროვებული ვერსიები ხაზს უსვამს „თსუ გორდელას“  შემოქმედების თვითმყოფადობას. პრეზენტაციაზე შედგება ვახტანგ კახიძის „მუხამბაზის“ პრემიერა.

ალბომი გამოიცა ხმის ჩამწერ სტუდიაში „ბრავო რეკორდსი“. სპონსორები არიან ლუდი „მთიელი“, ნაყინი „გურჯაანი“, ინტერნეტ ტელეკომპანია „სტარს.გე“. პრეზენტაციის მხარდამჭერები არიან თსუ, თბილისის მერია, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო „არ დაიდარდო“.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი