2016-05-24

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება უნივერსიტეტსა და წიგნის გამომცემლობებს შორის

24 მაისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება უნივერსიტეტსა და წიგნის გამომცემლობებთან: ,,წიგნები ბათუმში“ და ,,ქარჩხაძის გამომცემლობა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია. მემორანდუმს უნივერსიტეტის მხრიდან  ხელს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პროფესორი დარეჯან თვალთვაძე მოაწერს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი