2014-11-21

შემეცნებით-საგანმანათლებლო ჟურნალის "ტერიტორეფი" პრეზენტაცია

21 ნოემბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ჟურნალის "ტერიტორეფი" პრეზენტაცია.

ჟურნალში მიმოხილულია თბილისის ერთ-ერთი უბნის - ვაკის ყველა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, კულტურული და ბიზნეს ობიექტი. მათ შორის მოთხრობილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ.

ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ჟურნალი შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათისაა. მისი ყოველი ნომერი მიეძღვნება თბილისის ცალკეულ უბნებს და მოგვითხრობს მის ისტორიას, ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო პოტენციალს.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ დასტამბული წიგნი "უნივერსიტეტი", რომელიც ზურაბ გაიპარაშვილმა მოამზადა. წიგნში საუბარია იმ ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიასა და თანამედროვე ცხოვრებას უკავშირდება.

ჟურნალი გამოსცა კომპანიამ Territorei.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი