2012-12-04

საჯარო ლექცია “ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების X კონგრესი“

4 დეკემბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროფესორ ივანე მენთეშაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: “ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების X კონგრესი“.
ლექციაზე განხილული იქნება  ნაპოლეონ ბონაპარტესთან დაკავშირებული თანამედროვე კვლევების მიმართულებები. ასევე, “ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების” X კონგრესზე წარდგენილი მოხსენებები.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია.


« იხ. ყველა ანონსი