2011-04-28
კიევ-მოჰილას აკადემიის ლექტორის, დმიტრო ხუტკის საჯარო ლექცია თემაზე: უკრაინული მოსახლეობის ეთნიკურ-ეროვნული იდენტობა: მოსაზრებები, გრძნობები და ქმედებები
პრეს-რელიზი
დმიტრო ხუტკის საჯარო ლექცია
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზებული საჯარო ლექციების ციკლის გაზაფხულის სესიის ფარგლებში 28 აპრილს 17.00 სთ-ზე თსუ-ს მეორე კორპუსში (III სართული, CSS-ის ბიბლიოთეკა, აუდიტორია №336) შედგება კიევ-მოჰილას აკადემიის ლექტორის, დმიტრო ხუტკის საჯარო ლექცია თემაზე:
უკრაინული მოსახლეობის ეთნიკურ-ეროვნული იდენტობა:
მოსაზრებები, გრძნობები და ქმედებები
მოსაზრებები, გრძნობები და ქმედებები
ლექციაზე დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის. სამუშაო ენა - ინგლისური.
დმიტრო ხუტკი არის კიევ-მოჰილას აკადემიის ეროვნული უნივერსიტეტის სოციოლოოგიის დეპარტამენტიის ლექტორი.
საჯარო ლექციაზე წარმოდგენილ საკითხებში დმიტრო ხუტკი გამოხატავს მხოლოდ საკუთარ სამეცნიერო ხედვას. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.