2016-04-11
აშშ სახელმწიფო მდივნის მრჩეველის საჯარო ლექცია
11 აპრილს, 15:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აშშ სახელმწიფო მდივნის მრჩეველის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში, დოქტორ ვაგან ტურეკიანის საჯარო ლექცია გაიმართება.
ვაგან ტურეკიანი გახლავთ მრჩეველი ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკის, საერთაშორის გარემოს კუთხით, მეცნიერები, ტექნოლოგიების და ჯანდაცვის იმ საკითხებში, რომლებიც გავლენას ახდენს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე. აღნიშნულ თანამდებობაზე იგი 2015 წლის 5 სექტემბრიდან მუშაობს. უფრო ადრე დოქტორი ტურეკიანი გახლდათ პროგრესული მეცნიერების ამერიკის ასოციაციის (AAAS) უფროსი საერთშორისო ოფიცერი და ამავე ასოციაციის სამეცნიერო დიპლომატიის ცენტრის დირექტორი. კვარტალური ონლაინ გამოცემის - „მეცნიერება და დიპლომატია“ მთავარ რედაქტორის სტატუსით გამოქვეყნებული აქვს მასალები საერთაშორისო მეცნიერების პოლიტიკის რეკომენდაციების შესახებ. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა მდგრადი განვითარების, კლიმატის ცვლილების, ენრეგეტიკის და ჯანდაცვის საკითხებზე. ასევე გახლდათ პროგრამისა და კვლევის ხელმძღვანელი თეთრი სახლისათვის კლიმატის ცვლილების საკითხებზე.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტრია
« იხ. ყველა ანონსი