2012-04-07
საჯარო ლექცია „ტაო-კლარჯეთის ბუნება და გეოეკოლოგიური თავისებურებანი“
7 აპრილს, 16.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ ასისტენტ-პროფესორის გიორგი დვალაშვილის საჯარო ლექცია „ტაო-კლარჯეთის ბუნება და გეოეკოლოგიური თავისებურებანი.“ ლექციის დასრულების შემდეგ ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი.ლექციაზე საუბარი გაიმართება თურქეთის 2 რეგიონის (შავი ზღვის და აღმოსავლეთ ანატოლიის) 3 პროვინციის (არტაანის, ერზერუმის, ართვინის) გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ბუნებრივ პირობებზე, თანამედროვე გეოეკოლოგიურ მდგომარეობასა და რეგიონში მიწისძვრების გავრცელების (1791 წელს ოშკის ტაძართან ახლოს მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რამაც უზარმაზარი კლდეზვავი გამოიწვია, წარმოიქმნა თორთუმის ტბა და 52 მ. ჩანჩქერი) კანონზომიერებაზე.
2012 წლის 7 აპრილს, აღინიშნება ოშკის საკათედრო ტაძრის კურთხევის 1049 წლისთავი. ამასთან დაკავშირებით, დაგეგმილია ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის 1, თსუ პირველი კორპ, 115-ე აუდიტორია « იხ. ყველა ანონსი