2016-02-25

პროფესორ სლავომირ პარტიცკის თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

25 თებერვალს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება პოლონეთის იოანე პავლე II -ის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორს სლავომირ პარტიცკის.
 
თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილებით საპატიო დოქტორის წოდება პოლონელ პროფესორს თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის, ინტერნაციონალიზაციასა და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭება.  ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ პროფესორები, მოწვეულის სტუმრები დაესწრებიან.

ღონისძიების ბოლოს პროფესორი სლავომირ პარტიცკი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე „ ქსელი - ციფრული სამყაროს კოლონიზაცია.“

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი