2010-05-05

სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით

5 მაისს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ვილნიუსის უნივერსიტეტის ლექტორის შეხვედრა სტუდენტებთან.  ლიტვის ევროპული ინტეგრაციის კვლევების ცენტრის დირექტორის ნერიუს მალიუკიავიჩუსი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „არჩევნები და მისი თავისებურებები ლიტვაში“.
შეხვედრა ხორციელდება გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის  “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით” ციკლის ფარგლებში.

მის: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, II სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა




თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი