2018-04-30
ამერიკისმცოდნეობის მე-6 ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
30 აპრილს, 11:00 საათზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის, ამერიკისმცოდნეობის
ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით
ამერიკისმცოდნეობის მე-6 ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
„ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა ვუდროუ ვილსონის თოთხმეტი
პუნქტის წარდგენიდან დღემდე“ გაიმართება.
ღონისძიება ვუდროუ ვილსონის თოთხმეტი პუნქტის წარდგენისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების 100 წლისთავს ეძღვნება.
კონფერენციაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა აკადემიური მიმართულებისა და საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ. კონფერენციის მოხსენებების თემატიკა ვუდროუ ვილსონის თოთხმეტი პუნქტის წარდგენის (1918 წ.) შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის სფეროს სხვადასხვა საკითხს მოიცავს.
კონფერენციას საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
კონფერენციის პროგრამა.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია #115
« იხ. ყველა ანონსი