2015-03-11

თბილისის ფრანკოფონული ციფრული კამპუსის ინაუგურაცია

11 მარტს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის ფრანკოფონული ციფრული კამპუსის ინაუგურაცია  გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი რენო სალენსი, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოფისის დირექტორი ფაბიენ ფლორი, დიპლომატიური კორპუსის წევრები, ეროვნული საუნივერსიტეტო საჯარო ინსტიტუციების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრებიან.

ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ დიალოგის კულტურაზე, წარადგენენ AUF-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს.

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტომ საქართველოში 650 ათასი ევროს ღირებულების პროექტი დააფინანსა. AUF მსოფლიოს უმაღლესი დაწესებულებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასოციაციაა. 1989 წლიდან იგი უმაღლესი განათლებისა და კვლევის საკითხებში ფრანკოფონიის ოპერატორია. AUF აერთიანებს ხუთი კონტინენტის ასამდე ქვეყნის 800-მდე წევრ უნივერსიტეტს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 36, თსუ მეხუთე კორპუსი, 309-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი