2013-06-05

გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები თსუ-ში

5 ივნისს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.
15.00 საათზე თსუ-ში სტუდენტური კონფერენცია გაიხსნება. ღონისძიებას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი სტივენ ჰაიკინი დაესწრება, რომელიც კლიმატის  ცვლილების საკითხებზე სტუდენტთა ესეების კონკურსში გამარჯვებულებს დაჯილდოებს. ესეების კონკურსი USAID-ის მიერ დაფინანსებული  პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში ტარდება (თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია).
16.00 საათზე თსუ საბავშვო უნივერსიტეტის „ეკოდებატკლუბი“ სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს. „ეკოდებატკლუბის“ მოსწავლეები და თსუ სტუდენტები ერთობლივ აქციას მოაწყობენ - დაასუფთავებენ თსუ პირველი კორპუსის ბაღს და მიმდებარე ტერიტორიას. დასუფთავების აქციის შემდეგ „ეკოდებატკლუბის“ წევრები წარმოადგენენ  ნაშრომებს -  თუ როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობა 5 წლის შემდეგ. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო საჩუქრებით (თსუ პირველი კორპუსის ეზო).


« იხ. ყველა ანონსი