2016-10-27

რეგიონალური კონფერენცია „საერთაშორისო საგადასახადო სამართლის პრობლემური საკითხები“

27 ოქტომბერს, 9.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ფისკალური ასოციაციის (International Fiscal Association) რუსეთის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული რეგიონალური კონფერენცია „საერთაშორისო საგადასახადო სამართლის პრობლემური საკითხები“ გაიხსნება.

კონფერენციაზე პრეზენტაციით წარსდგებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საგადასახადო სფეროს პროფესიონალები, მათ შორის: სახელმწიფო ფისკალური სტრუქტურების, საკონსულტაციო კომპანიებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №06

« იხ. ყველა ანონსი