2010-04-01
სტუდენტური კონფერენცია თემაზე: ”აღმოსავლეთის პარტნიორობის სოციალური და ეკონომიკური ასპექტები”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი
2010 წლის 7 მაისს ატარებს მესამე სტუდენტურ კონფერენციას თემაზე:
”აღმოსავლეთის პარტნიორობის სოციალური და ეკონომიკური ასპექტები”.
სათაური:”აღმოსავლეთის პარტნიორობის სოციალური და ეკონომიკური ასპექტები”.
ორგანიზატორი: ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თარიღი: 2010 წლის 7 მაისი
ჩატარების ადგილი: ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, II კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი 406
ჩატარების დრო: 10:00 - 14:00 საათი
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური
გთხოვთ, კონფერენციისათვის წარმოდგენილ მასალაში მიუთითოთ:
კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი. პირველი სამი საუკეთესო ნაშრომი დაჯილდოვდება ევროპული კვლევების ინსტიტუტის საგანგებო დიპლომებით.
ავტორებს შედეგების შესახებ ეცნობებათ არა უგვიანეს 2010 წლის 30 აპრილისა.
სურვილისამებრ, მოხსენებისათვის საჭირო მასალა (სლაიდები, აუდიტორიისათვის დასარიგებელი მასალა და ა.შ.) შეგიძლიათ წარმოადგინოთ ქართულად ან ინგლისურად.
« იხ. ყველა ანონსი

- მომხსენებლის სახელი, გვარი
- უმაღლესი სასწავლებელი, ფაკულტეტი, კურსი
- დეკანის/ლექტორის რეკომენდაცია
- ტელეფონის ნომერი
- ელ-ფოსტა
- მოხსენების სათაური
- რეზიუმე (მაქსიმუმ 500 სიტყვა, ქართულად ან ინგლისურად), მოხსენების სრული ტექსტი (6-8 გვერდი, A4, AcadNusx 12, სტრიქონებს შორის მანძილი – 1.0)
- მოხსენების ხანგრძლივობა (20-30 წუთი)
- მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა.