2013-09-11
საერთაშორისო კონფერენცია „ურბანული კვლევები, ურბანული თეორია და გეგმარებითი პრაქტიკა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში“
11 სექტემბერს, 13.20 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მე–5 საერთაშორისო კონფერენცია პოსტ-კომუნისტური ქვეყნების ურბანულ გეოგრაფიაში:
„ურბანული კვლევები, ურბანული თეორია და გეგმარებითი პრაქტიკა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში“.
ღონისძიება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ორგანიზებით და შვეიცარიის სამეცნიერო აკადემიური ქსელის (ASCN) მხარდაჭერით გაიმართება. კონფერენციაში საზღვარგარეთის სხვადასხვა უნივერსიტეტისა და კვლევითი ცენტრის 70-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენციის პლენარული სხდომები თსუ პირველი კორპუსის 06 აუდიტორიაში, პარალელური სესიები და სამუშაო ჯგუფების შეხვედრები კი თსუ პირველი კორპუსის 02 და 03 აუდიტორიებში გაიმართება. კონფერენცია 13 სექტემბერს დასრულდება. სამუშაო ენა - ინგლისური.
10 სექტემბერს თსუ პირველი კორპუსის 02 აუდიტორიაში გაიმართება წინასაკონფერენციო სემინარი თემაზე: „Socio-spatial aspects of vulnerability and resilience in transitional cities“.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 06 აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი