2017-10-02

კლაუს ჰიპის საჯარო ლექცია

2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ სტუდენტებისათვის გაიმართება გერმანელი მეწარმის, მხატვრის, ქველმოქმედისა და საქართველოს დიდი მეგობარის, ბავშვთა კვების მსოფლიოში ცნობილი ბრენდის HIPP მფლობელის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორისა და მიუნხენში საქართველოს საპატიო კონსულის, ბატონ კლაუს ჰიპის გერმანულენოვანი საჯარო ლექცია თემაზე: „ბიზნესის ეთიკა“

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: თსუ, უნივერსიტეტის ქ. #2, X კორპუსი (მაღლივი კორპუსი), 206-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი