2013-12-20

არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარის ლაშა ნოდიას საჯარო ლექცია

20 დეკემბერს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე  ლაშა ნოდია საჯარო ლექციას წაიკითხავს. ლექციის თემებია:  საარბიტრაჟო დათქმა, არბიტრთა დანიშვნა და საარბიტრაჟო განხილვის თავისებურებები.

საჯარო ლექცია თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან  თანამშრომლობით იმართება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია  №115

« იხ. ყველა ანონსი