2014-09-18

თსუ რექტორის ანგარიში

18 სექტემბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას პრესკონფერენცია გაიმართება. თსუ რექტორი საზოგადოებას ერთი წლის მუშაობის ანგარიშს ჩააბარებს.

პრესკონფერენციაზე თსუ რექტორი ისაუბრებს უნივერსიტეტში გატარებულ იმ ღონისძიებებზე, რომელიც ხელს უწყობს სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას; გატარებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე, ახალ ინიციატივებზე.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი