2013-12-18

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება

18 დეკემბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპანია „ბრიტიშ ამერიკან ტობაკო“-ს კონკურსში გამარჯვებულებს დააჯილდოებენ. კონკურსში გამარჯვებულ 12 სტუდენტს  „ბრიტიშ ამერიკან ტობაკო“ სწავლის საფასურს გადაუხდის.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებს შორის პირველ ტურში 24 სტუდენტი შეირჩა - თითო ფაკულტეტიდან 12-12 სტუდენტი.  მეორე ტურში (გასაუბრება) 12 გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა. გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმებით შეფასდნენ: ლიდერის უნარ-ჩვევები, აკადემიური მოსწრება, ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობა, სამუშო გამოცდილება, კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, მოტივაცია. თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის წევრი მარინე ჩიტაშვილი, კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და კომისიის წევრი, კომპანია „ბრიტიშ ამერიკან ტობაკო“-ს კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზვიად სხვიტარიძე გამარჯვებულ კონკურსანტებს სერტიფიკატებს გადასცემენ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი