2018-12-11
სტუდენტური კონფერენცია - „ქალები საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიაში: გამოწვევები, ლიდერობა, გამოცდილება“
11 დეკემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე პროექტის „ქალები და გოგოები საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიაში“ ფარგლებში, მართავს სტუდენტურ კონფერენციას თემაზე „ქალები საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიაში: გამოწვევები, ლიდერობა, გამოცდილება“.
კონფერენცია პროექტის “აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და დიპლომატიის მოდელირება გოგოებისთვის” (U.S. Foreign Policy and Model Diplomacy Seminars for Girls) ერთ-ერთი ნაწილია. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების / ალუმნი პროგრამის (Democracy Outreach/Alumni Program) ფარგლებში.
კონფერენციაზე სტუდენტები წარადგენენ პრეზენტაციებს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: მნიშვნელოვანი ქალი პიროვნებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიაში, გენდერული ბალანსი და ქალთა ლიდერობის საკითხები საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიაში; ქალები და ძალაუფლება აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კონფერენციის პროგრამა ან ეწვიეთ პროექტის ვებგვერდსა და ფეისბუქის გვერდს.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია #115.
« იხ. ყველა ანონსი