2012-11-30

„ადრეულ ეტაპზე ნდობის მოპოვების საპასუხო მექანიზმი“

30 ნოემბერს, 11.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ევროპის კავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივით გაიმართება შეხვედრა თემაზე: „ადრეულ ეტაპზე ნდობის მოპოვების საპასუხო მექანიზმი“.
შეხვედრაზე მოხსენებით გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ჯემი მაკგოლდრიკი ( „გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სტრატეგიული  მიმართულებები მიმდინარე პოსტ  კონფლიქტურ გარემოში“), ევროპის კავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი ( „მშვიდობისა და სტაბულურობის გაზრდა: ევროპის კავშირის როლი“), კონფლიქტების პრევენციის ექსპერტი ფლორ ოზიმურ -ჟუსტი ( „ნდობის მოპოვება: საერთაშორისო გამოცდილებიდან მიღებული გამოხატულებები ძირითად საკითხებზე “).
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ტრენინგი მშვიდობის აღდგენა და კონფლიქტის პრევენცია ნდობის აღდგენის მექანიზმების გამოყენებით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, II სართული,  სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი