2013-01-22

ლორდ ბაირონის საიუბილეო საღამო თსუ-ში

22 იანვარს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი ინგლისელი პოეტის ლორდ ბაირონის საიუბილეო საღამო გაიმართება.
საიუბილეო საღამო ლორდ ბაირონის დაბადებიდან 225-ე წლისთავს უკავშირდება. ღონისძიებას, რომელსაც თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გახსნის დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, იტალიის, შვეიცარიისა და აშშ-ს ელჩები და დიპლომატები დაესწრებიან. ბაირონის უკანასკნელ ლექსს წაიკითხავს დიდი ბრიტანეთის ელჩი დევიდ მორანი, ხოლო საკუთარ თარგმანს - ინესა მერაბიშვილი.  
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ლორდ ბაირონის ორენოვანი კრებული გამოიცა; კრებული ინგლისურიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო ინესა მერაბიშვილმა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ  პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი