2018-03-30

საუბრები თარგმანზე გივი შაჰნაზართან ერთად

30 მარტს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი სემინარის "საუბრები თარგმანზე" ფარგლებში, ცნობილი პოეტისა და მთარგმნელის გივი შაჰნაზარის საღამო გაიმართება.

ღონისძიებაზე გივი შაჰნაზარი წაიკითხავს საკუთარ თარგმანებს და ისაუბრებს სფეროში არსებულ ტენდენციებსა და მიმდინარე პროცესებზე.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა ინსტიტუტი.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 202-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი