2011-05-10
შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი სტუმრად თსუ-ში
10 მაისს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი ეწვევა. ელჩი სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის წაიკითხავს ლექციას თემაზე -
„მშვიდობა და დემოკრატიული რევოლუცია არაბულ ქვეყნებში“.
დოქტორი ბეხლერი ისაუბრებს არაბულ სამყაროში განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე; ელჩის მოხსენებაში ქუჩის საპროტესტო აქციები, რევოლუციები და „დაუნდობელი შეტაკებები“ ერთის მხრივ, პოლიტიკური და კულტურული სტაგნაციის, ხოლო მეორეს მხრივ, სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების კონტექსტში განიხილება. ელჩი შეეხება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხს: რა სახის „რევოლუციებს“ განვიცდით; ვინ დგას პოლიტიკური ძალების უკან; რით აიხსნება ცვლილებების თანადროულობა სხვადსხვა რეგიონში; როგორია მოვლენების მსგავსება და განსხვავება სხვადასხვა ქვეყნებში; ასევე, არსებობდა თუ არა ინტელექტუალური ფესვები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს სახალხო მოძრაობებს; რა კავშირია დემოკრატიას, მშვიდობიან ცვლილებებს და შეარაღებულ ძალადობას შორის ქვეყნებში, რომელიც დატანილია რუკაზე;
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, II სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი