2013-11-22

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და „მაიქროსოფთ საქართველოს“ შორის

22 ნოემბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  „მაიქროსოფთ საქართველოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორის მოადგილე მარინე ჩიტაშვილი და „მაიქროსოფთ საქართველოს“ გენერალური მენეჯერი დავით ასათიანი მოაწერენ ხელს.

ხელშეკრულების თანახმად, უნივერსიტეტი და მაიკროსოფტი აღიარებენ უმაღლესი აკადემიური და პროფესიული განათლების სფეროში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წვდომისა და გამოყენების გაუმჯობესების საჭიროებას.  მხარეები ერთობლივად იმუშავებენ  საგანმანათლებლო სექტორში სათანადოდ ლიცენზირებული პროგრამების გამოყენების მხარდაჭერისთვის. უნივერსიტეტი მაიკროსოფტის დახმარებით  გაავრცელებს ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების უფლების მნიშვნელობისა და საგანმანათლებლო სექტორში პროგრამების სათანადო გამოყენების შესახებ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი

« იხ. ყველა ანონსი