2013-10-31

შეხვედრა საქართველოს რაგბის კავშირის წევრებთან

31 ოქტომბერს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს რაგბის კავშირის წევრებთან შეხვედრა გაიმართება. ღონისძიება თსუ სტუდენტური თვითმმართველობისა და საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდება.

შეხვედრას დაესწრებიან: რაგბის კავშირის გამგეობის წევრი - ლევან ვასაძე,
რაგბის კავშირის სანაკრებო კომიტეტის თავმჯდომარე - ლაშა ხურციძე,
რაგბის კავშირის PR მენეჯერი - სანდრო უჯმაჯურიძე,
ნაკრების მენეჯერი - ვასილ აბაშიძე,
საქართველოს რაგბის ნაკრების მოთამაშეები:დავით კაჭარავა, ბექა წიკლაური, შალვა სუთიაშვილი
საუბარი შეეხება საქართველოს რაგბის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1;  თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი