2013-02-12

ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის დაფუძნება თსუ-ში

12 თებერვალს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი დაფუძნდება. ინსტიტუტის დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროა.
ღონისძიების ფარგლებში თსუ-სა და გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთო სამაგისტრო პროგრამის „საჯარო მმართველობის“ კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართება და საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება შპაიერის უნივერსიტეტის პროფესორს ანდრეას კნორის.
ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ოფიციალური პირები გერმანიის საელჩოდან, შპაიერის ერთიანი სამაგისტრო პროგრამის პროფესორები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები დაესწრებიან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, №115 აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი