2019-01-30

„გარემოს დაცვის სამართალი“ - პრეზენტაცია

30 იანვარს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის კობა ყალიჩავას წიგნის „ გარემოს დაცვის სამართალი “ პრეზენტაცია გაიმართება.  

წიგნი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა:  გარემოს დაცვის სამართლის ევროპეიზაცია , გარემოს დაცვის ევროპული სამართალი , გარემოს დაცვის კონსტიტუციური სამართალი , გარემოს დაცვის ევროპული სამართალი , გარემოს დაცვის სამართლის პრინციპები , გარემოს დაცვის ჰორიზონტალური კანონმდებლობა . ღონისძიების ორგანიზატორია თსუ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი. ღონისძიებას სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1 თსუ პირველი კორპუსი, მე-6 აუდიტორია.

 

 

 

« იხ. ყველა ანონსი