2016-04-13

„დასაქმების სააგენტო ეიჩარის“ წარმომადგენლები თსუ-ს სტუდენტებს შეხვდებიან

13 აპრილს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დასაქმების სააგენტო ეიჩარის“ წარმომადგენლები თსუ-ს სტუდენტებს შეხვდებიან.

20 მაისს „დასაქმების სააგენტო ეიჩარის“ ორგანიზებით, თბილისში გაიმართება „დასაქმების ფორუმი 2016“.  ღონისძიებამდე თსუ-ში სტუდენტებს შეხვდებიან  პროექტის კოორდინატორები და გააცნობენ პროექტის მიზნებსა და შედეგებს,  ასევე  გაუზიარებენ რეზიუმეების აწყობასა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებულ გამოცდილებას, შეხვედრა იქნება ინტერაქციული.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი