2012-06-07

დებატებისა და საჯარო გამოსვლების ბანაკის ტურნირის ნახევარფინალი თსუ-ში

7 ივნისი 13.00 საათზე  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   PH International-ის მიერ ორგანიზებული დებატებისა და საჯარო გამოსვლების ბანაკის ტურნირის ნახევარფინალში გასული მოსწავლეების მორიგი თამაში გაიმართება, რომელსაც   თსუ   დებატკლუბის  სტუდენტები მსაჯობენ. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.  
დებატკლუბის თამაშს  თსუ-ს,  ბავშვთა ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, თბილისის სამოქალაქო კლუბების, ფონდი PH International-ის წარმომადგენლები და  სკოლების დირექტორები დაესწრებიან.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია #101
« იხ. ყველა ანონსი