2017-12-26

წლის შემაჯამებელი ღონისძიება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

26 დეკემბერს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2017 წლის სასწავლო–სამეცნიერო აქტივობების  შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან პროფესორები, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციებში გამარჯვებული სტუდენტები.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ მე-6 კორპუსის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი