2019-12-10

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო- კვლევითი პროექტების შედეგების პრეზენტაცია

10 დეკემბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. 
ღონისძიებაზე პრეზენტაციებს წარადგენენ თსუ პროფესორები და ასოცირებული პროფესორები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი