2015-09-29
„პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა“
29 სექტემბერს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) თბილისი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან თანამშრომლობით, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გამართავს საჯარო ლექციას თემაზე
„პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა“.
საჯარო ლექცია მიზნად ისახავს დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებასა და შემდგომი კვლევებისათვის საფუძვლის ჩაყრას.
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობა სამართალდამცავ ორგანოებში; პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა.
საჯარო ლექციას გაუძღვება ტატო ქელბაქიანი (ა/ო „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“) და ოთარ ჩახუნაშვილი (პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი).
გთხოვთ, მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინების მიზნით, შეავსოთ აპლიკაცია
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე (ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი