2015-12-22
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ორგანიზაცია „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ შორის
22
დეკემბერს, 12:00 საათზე,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სხელმწიფო
უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია
„
მაკლეინის ასოციაცია
ბავშვებისთვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს
თსუ რექტორი, აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა
და ორგანიზაცია
„
მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ დირექტორი
ჯერემი გასკილი მოაწერენ.
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება , რომლ ებ იც მიმართული იქნება ერთის მხრივ, უნივერსიტეტში დისტანციური სწავლების განვითარებაზე და, მეორეს მხრივ, დაეხმარება „მაკლეინის ასოციაციას ბავშვებისთვის“ დისტანციური კურსების საშუალებით განავითაროს საკუთარი საქმიანობა და გახადოს იგი უფრო მოქნილი; უნივერსიტეტის სტუდენტებს აღნიშნული კურსების გამოყენება შეეძლებათ უსასყიდლოდ; დისტანციური კურსი წარმოადგენს მხარეთა ერთობლივ საგანმანათლებლო კურსს, რომლის წარმატებით დაძლევის შედეგად გაიცემა ერთობლივი სერთიფიკატი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი
« იხ. ყველა ანონსი