2011-11-15

სამუშაო სემინარი პირის ღრუს ჯანმრთელობის შეფასების მეთოდიკის შესახებ

ისრაელი - საქართველოს ერთობლივი რეგიონალური განვითარების პროგრამა,
სპონსორი სტომატოლოგიური კვლევების საერთაშორისო ასოციაცია (IADR)


სამუშაო სემინარი პირის ღრუს ჯანმრთელობის შეფასების მეთოდიკის შესახებ.
15 ნოემბერი, 2011



გაცნობებთ, რომ სტომატოლოგიური კვლევების საერთაშორისო ასოციაციის (IADR – International Association Dental Researches) ისრაელის სექციის და ივ. ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ეგიდით დაგეგმილია ეპიდემიოლოგიური კვლევა, საქართველოში სტომატოლოგიური ჯანმრთელობის შესაფასებლად. ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმება საბაზისო ეპიდემიოლოგიური მონაცემების შეგროვება საქართველოს ახალგაზრდა პოპულაციაში და ქართველი სტომატოლოგი მკვლევარების უკვე გამოცდილი ისრაელის წარმომადგენელი მკვლევარების მიერ ტრეინინგი პირის ღრუს ჯანმრთელობის შეფასების მეთოდების შესასწავლად.

 აღსანიშნავია, რომ კვლევა ჩატარდება  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ მოწოდებული კრიტერიუმების გათვალისწინებით. გამოსაკვლევი კგუფი წარმოადგენს პირველი, მეექვსე და მეცხრე კლასის სკოლის მოსწავლეებს ( 6, 12 და 15 წლის პოპულაცია).  დაგეგმილია როგორც ქვეყნის ქართული პოპულაციის, ასევე სომეხი და აზრბაიჯანელი მოსახლეობის კვლევა. შესაბამისად კვლევაში ჩაერთვებიან ქალაქები: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიერ კომპაქტურად დასახლებული სოფლები - მარნეული და ახალქალაქი. თბილისში დაგეგმილია თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში 120 ბავშვის გამოკვლევა, ბათუმსა და ქუთაისში ერთად და სომხურ და აზერბაიჯანულ სოფლებში ერთად ასევე 120-120 - სულ 3 X 360 =1080 ბავშვის; 12 -12 კლასი ყველა ასაკობრივ ჯგუფში - სულ 36 კლასი.

 ისრაელი-საქართველოს რეგიონალური განვითარების პროგრამის ფარგლებში ამა წლის 15 ნოემბერს იგეგმება 2 დღიანი სამუშაო სემინარი პირის ღრუს ჯანმრთელობის შეფასების მეთოდიკის შესახებ, რომლის მასპინძელი იქნება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 პირველ დღეს დაგეგმილი პროგრამა გრძელდება 5 საათი ( 09:30 – 15:30); მომხსენებლები იქნებიან: პროფ. ჰაროლდ შგან-კოენი, პროფ. ელი მახტეი, პროფ. ვ. მარგველაშვილი, დრ. ლიარან ლევინი, დრ. მოშე გორდონი, დრ. ლეონ ბილდერი. გათვალისწინებულია შესვენება - ლანჩი (12:30-13:30). მეორე დღის პროგრამა გაწერილია 5 საათ ნახევარზე ( 08:30 – 17:00); მომხსენებლები იქნებიან: პროფ. ჰაროლდ შგან-კოენი, დრ. ლეონ ბილდერი, დრ. ლირან ლევინი და პროფ. ელი მახტეი. გათვალისწინებულია შესვენება - Coffee Break (10:00 – 10:30), ლანჩი ( 12:00- 12:45). 

« იხ. ყველა ანონსი