2013-03-13

საქართველოს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების ხელმძღვანელთა აშშ-ში ვიზიტის ანგარიში-პრეზენტაცია

13 მარტს, 16.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების ხელმძღვანელთა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ანგარიში-პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი  აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშოწყობით 2013 წლის იანვარში განხორციელდა.
პრეზენტაციას  უნივერსიტეტის რექტორი,  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, საქართველოში აშშ–ს საელჩოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები დაესწრებიან.

მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი № 1, თსუ  I კორპუსი, მარო მაყაშვილის მცირე სამკითხველო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი