2012-06-21

„დებატების კლუბის“ მუშაობის შედეგების პრეზენტაცია

21 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება თსუ „დებატების კლუბის“ მუშაობის შედეგების პრეზენტაცია. პრეზენტაციის ფარგლებში კლუბის წევრები გამართავენ დებატებს კარლ პოპერის სახელობის დებატების ფორმატით. დებატების თემაა  ეკოლოგია.
დებატების კლუბი 2012 წლის გაზაფხულის სემესტრიდან  თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს. კლუბის მუშაობას უძღვებიან გამოცდილი მწვრთნელები, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის წარმომადგენლები.

მისამართი: ი. ჭავჭავაზის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის საკონფერენციო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი