2010-07-03

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კვლევების საბჭოს ექსპერტის, სრული პროფესორის ბულენთ ოლჯეის შეხვედრა თსუ-ში

3 ივლისს, 11.00 სთ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების საბჭოს ექსპერტი, სრული პროფესორი ბულენთ ოლჯეი ეწვევა. სტუმარი საქართველოს 10 უნივერსიტეტის რექტორატებს და სამეცნიერო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდება. საუბარი შეეხება თურქეთში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს, საბჭოს საქმიანობასა და მომავლის გეგმებს. ამავე დროს, ბულენთ ოლჯეი მოაწყობს იმ პროექტების პრეზენტაციას, რომელიც, შესაძლოა, ქართულ უნივერსიტეტებთან ერთად განხორციელდეს.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი უნივერსიტეტები: თსუ, შავი ზღვის უნივერსიტეტი, გორის უნივერსიტეტი, თელავის უნივერსიტეტი, სოხუმის უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის პრ. 3, თსუ-ის მე-2 კორპ, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა, 1-ლი სართ.
« იხ. ყველა ანონსი