2016-11-20

წიგნის „ფუნდამენტალიზმი. უმცირესობების, დისკრიმინაციისა და ტრანსნაციონალიზმის ეთნოგრაფიები“ პრეზენტაცია

20 ნოემბერს,  15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის „ფუნდამენტალიზმი. უმცირესობების, დისკრიმინაციისა და ტრანსნაციონალიზმის ეთნოგრაფიები“ პრეზენტაცია. წიგნში შესულია რვა ავტორის სტატია. ნაშრომს ერთვის რედაქტორის მარჩელო მოლიკას წინასიტყვაობა და პროფესორ კრისტიანო ჯიორდანოს პოლოსიტყვაობა. კრებული გამოცემულია LIT Verlag-ის მიერ ციურიხში, ფრიბურგის სოციალურ-ანთროპოლოგიური კვლევების სერიის ფარგლებში (ტომი 44). კრებულში შესულია თამარ ანთაძის, ნურდან ათალაი გიუნეშის, როზეტა გუჯეჯიანის, კეიან დელიბაშის, მარჩელო მოლიკას, ბენედეტა პანჩეტის, ქეთევან ხუციშვილისა და არსენ ჰაკობიანის სტატიები.
 
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი