2012-12-14

თსუ ბიბლიოთეკის კინოკლუბის პრეზენტაცია

14 დეკემბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის კინოკლუბის პრეზენტაცია გაიმართება. ნაჩვენები იქნება გიორგი ოვაშვილის ფილმი „გაღმა ნაპირი“, რომლის დასრულების შემდეგ იგეგმება დისკუსია.
ბიბლიოთეკის კინოკლუბს საფუძველი თსუ სტუდენტების თხოვნით ჩაეყარა.  თვეში ორჯერ წარმოდგენილი იქნება ყველაზე წარმატებული,  საინტერესო,  აქტუალური და გახმაურებული ფილმები, გაიმართება დისკუსია კლუბურ გარემოში სტუდენტებისა და კინოკრიტიკოსების მონაწილეობით.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ პირველი კორპუსი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი