2016-02-05
კონკურსის “მისია 2015” ფინალი გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია
5 თებერვალს, 13:30 საათზე, „თიბისი გალერეაში“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კონკურსის - „მისია 2015“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
დაჯილდოების ცერემონიამდე, 11.00 საათზე, შესარჩევი ტურებიდან ფინალში გასული 6 გუნდი ჟიურის წინაშე ელექტრონული წიგნების სახლი „საბასთვის“ შექმნილი პრეზენტაციებით წარდგება.
თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. 2015 წელს კონკურსის თანაორგანიზატორი კომპანია თიბისი ბანკი გახდა, ხოლო დავალება კონკურსანტებს ელექტრონული წიგნების სახლმა „საბა“ მიაწოდა.
ჟიურის შემადგენლობაში უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, „თიბისი ბანკის“ საგარეო ურთიერთობებისა და მედია კომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე, ელექტრონული წიგნების სახლი "საბას" დირექტორი ირინა ჯავახაძე, "საბას" პროექტის ხელმძღვანელი მაიკო ძირკველიშვილი, კომპანია „ჯეოსელის“ მედიასთან ურთიერთობის ექსპერტი თაკო როდონაია და ინტერნეტ ჟურნალის „მარკეტერი“ დამფუძნებელი აკო ახალაია შედიან.
ჟიური სამ საუკეთესო გუნდს გამოავლენს, გამარჯვებულებზე პარტნიორი კომპანიის მიერ დაწესებული კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარი გადანაწილდება:
კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები.
სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 63-მა გუნდმა მიიღო, შემოსული პროექტებიდან შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 6 საუკეთესო გამოავლინა. ფინალური დავალების შესრულების პროცესში კონკურსანტებისთვის უნივერსიტეტისა და კომპანიის წარმომადგენლებმა სპეციალური ტრენინგები და სემინარები ჩაატარეს.
მის: მარჯანიშვილის 7, თიბისი გალერეა
« იხ. ყველა ანონსი

- I ადგილი - 2500 ლარი
- II ადგილი - 1500 ლარი
- III ადგილი - 1000 ლარი