2011-03-23

რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საინფორმაციო შეხვედრა თსუ–ში

23 მარტს, 12.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას. შეხვედრაზე ფონდის წევრები დაინტერესებულ პირებს მიაწვდიან ინფორმაციას გამოყენებითი და ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობების შესახებ. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მობრძნდეთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 222-473 , თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითრების დეპარტამენტი

მისამართი: ი. ჭავჭავაძის პრ. 3, თსუ მეორე კორპუსი, პირველი სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა.
« იხ. ყველა ანონსი