2015-06-15
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "პოლონური კავკასია". ისტორია და პერსპექტივები"
15 ივნისს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "პოლონური კავკასია". ისტორია და პერსპექტივები".
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანჯეი ჩეშკოვსკი, მსოფლიო პოლონიის ("ვპულნოტა პოლსკას") პრეზიდენტი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი ლონგინ კომოლოვსკი, მსოფლიო პოლონიის დირექტორი მარეკ რუჟიცკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იაცეკ კისელევსკი, მეცნიერები პოლონეთის წამყვანი სამეცნიერო ცენტრებიდან – ვარშავის, პოზნანის, ლუბლინის და ოლშტინის უნივერსიტეტებიდან, მეცნიერები საქართველოს უნივერსიტეტებიდან, სტუდენტები.
კონფერენცია გაიმართება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის ფარგლებში, მსოფლიო თანამეგობრობა "პოლონია"-ს და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით და ეძღვნება კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „პოლონია“-ს დაარსებიდან 20 წლისთავს. პოლონელთა ორგანიზაციები მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაშია და მათში 15 მილიონზე მეტი პოლონელია გაერთიანებული.
ქართულ-პოლონური ურთიერთობები, როგორც ცნობილია, მრავალსაუკუნოვანია და მრავალმხრივი. მას შეისწავლიდა მეცნიერთა რამდენიმე თაობა, როგორც პოლონეთში, ასევე, საქართველოში, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებს.
კავშირი „პოლონია“-ს პირველი კრება სწორედ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა 1995 წელს. კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარე არის თსუ პროფესორი, პოლონისტიკის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ფილინა. ძირითად სამეცნიერო ღონისძიებებს, კვლევებს და გამოცემებს კავშირი ახორციელებდა თსუ-ს სამეცნიერო ბაზაზე. თსუ-ში 1998 წლიდან ტრადიციულად ტარდებოდა ქართულ-პოლონურ ურთიერთობებთან და დიდ პოლონელებთან დაკავშირებული სამეცნიერო სესიები, მათ შორის - 5 საერთაშორისო.
ამ სამეცნიერო მიღწევებმა მაღალი შეფასება მიიღო როგორც საქართველოში, ასევე პოლონეთში. კავშირი და მისი თავმჯდომარე დაჯილდოებულნი არიან საქართველოს და პოლონეთის სახელმწიფოს უმაღლესი ორდენებით და ჯილდოებით.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 206-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი