2014-04-08

ყატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტის ვიზიტი თსუ-ში

8 აპრილს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ყატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფესორი შეიხა აბდულა ალ მისნადი. აღნიშნული ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს, განიხილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ყატარის უნივერსიტეტს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.№1, თსუ I კორპუსი, რექტორატი
« იხ. ყველა ანონსი