2014-12-19

სამეცნიერო კონფერენცია „თსუ ეთნოლოგები თურქეთში: თურქეთის ქართველები - ეთნოკულტურული პრობლემები“

19 დეკემბერს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „თსუ ეთნოლოგები თურქეთში: თურქეთის ქართველები - ეთნოკულტურული პრობლემები.“ ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.

კონფერენციაზე გამომსვლელები წაიკითხავენ მოხსენებებს თურქეთის ქართველთა ეთნიკური ცნობიერების პრობლემაზე, სულიერ კულტურაზესამეურნეო ყოფასა და მატერიალურ კულტურაზე, საოჯახო ყოფასა და საქორწინო წეს-ჩვეულებებზე და სხვა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 220-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი