2013-05-16

ამერიკისმცოდნეობის XIV ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

16 მაისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის XIV ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.  ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

კონფერენცია  პრეზიდენტ აბრაჰამ ლინკოლნის გეტისბურგში სიტყვით გამოსვლის 150–ე წლისთავს ეძღვნება - ,,სახალხო მთავრობა შექმნილი ხალხის მიერ და ხალხისათვის’’ და მისი  მიზანია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და რელიგიის საკითხების  პროფესიულ დონეზე განხილვა და მიღებული ინფორმაციის პოპულარიზაცია საქართველოს საზოგადოების ფართო ფენებში; ასევე ქართველ ამერიკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება ამერიკელ კოლეგებთან. კონფერენციაზე 150-მდე მოხსენება იქნება წარმოდგენილი.
კონფერენცია 18 მაისამდე გასტანს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 206-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი