2010-03-29

თეატრალური პრემიერა – „ვთამაშობთ სამანიშვილს“

     30 და 31 მარტს, 18:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასი მორიგ პრემიერას გამართავს. თსუ-ს კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით თეატრი „სხვენი“ დავით კლდიაშვილის ნაწარმოების „სამანიშვილის დედინაცვალის“ მიხედვით დადგმულ ინტერპრეტირებულ სპექტაკლს წარმოადგენს. მაყურებლის წინაშე დასის მსახიობები რეჟისორ გიორგი გომორაშვილის დადგმით - „ვთამაშობთ სამანიშვილს“ წარსდგებიან.


     მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII კორპუსის სააქტო დარბაზი.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
« იხ. ყველა ანონსი