2013-11-05

ნინო პოპიაშვილის წიგნის „ქალი ავტორი - ლიტერატურული, კულტუროლოგიური და გენდერული კვლევები“

5 ნოემბერს, 17.00 საათზე ფილოლოგიის დოქტორის ნინო პოპიაშვილის წიგნის „ქალი ავტორი - ლიტერატურული, კულტუროლოგიური და გენდერული კვლევები“ პრეზენტაცია გაიმართება.

მონოგრაფიაში განხილულია ქალი ავტორის, როგორც კულტუროლოგიური ფენომენის არსი, მწერალი ქალის ისტორიული და თანამედროვე დისკურსები, გენდერულად მარკირებული ლიტერატურისა და ლიტერატურის თეორიის საკითხები, გენდერული ლინგვისტიკის თანამედროვე ტენდენციები. წიგნში სათანადო ადგილი ეთმობა ქალი ავტორის ფენომენის საკითხს დასავლურ, აღმოსავლურ და ქართულ ლიტერატურულ გარემოში.

მისამართი: მაჩაბლის № 13, საქართველოს მწერალთა სახლი.

« იხ. ყველა ანონსი