2014-09-29

ზამთრის სკოლის "კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში" კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია

29 სექტემბერს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის სკოლის  "კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში" კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატებს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა გადასცემს.

ზამთრის სკოლა "კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში" თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტმა 2014 წლის თებერვალში ჩაატარა. მასში  50 სტუდენტი მონაწილებდა  -  20 თსუ-დან, ხოლო 30  -  რეგიონული უნივერსიტეტებიდან (ბათუმის, ქუთაისის, გორის, თელავის და ახალციხის უნივერსიტეტები).

ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე,  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი თამარ მახარაძე, ასევე, ზამთრის სკოლის პედაგოგები და სტუდენტები დაესწრებიან.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ 1 კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი